ბრინჯაოს პლეი ოფის პირველი შეხვედრა გუნდებმა წუთიერი დუმილით გახსნეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მყოფებმა ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული შაპეკოენსეს ფეხბურთელების და ხომალდში მყოფი სხვა პირების ხსოვნას მიაგეს პატივი. დინამოელებმა შეხვედრა შავი სამკლაურებით ჩაატარეს. აღსანისნავია, რომ გიორგი ლომაია და რენე სანტოსი რამდენიმე დაღუპული ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი გახლდათ.
პირველი სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს. ჯერ გიორგი ფანცულაია ემუქრებოდა დინამოს კარს, შემდეგ კი ვაგნერ გონსალვეში. ორივე დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დინამოელები მეთოდურად უტევდნენ და მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ. 25- ე წუთზე სანტი ხარას პასით გიორგი ფანცულაია გადიოდა მეკარესთან პირისპირ, ბოლო მომენტში სიტუაცია ზაზა ჭელიძემ განმუხტა. საპასუხოდ ვლადიმერ დვალიშვილის დარტყმულია აღსანიშნავია, რომელიც ოთარ გოშაძემ კუთხურზე მოიგერია. პირველმა ნახევარში მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. შეხვედრის მეორე ნახევარი პირველის დარად დაიწყო. რამდენიმე არც ისე სახიფათო შეტევა ორივე გუნდის მხრიდან. 65- ე და 67- ე წუთებზე ჯერ ჯაბა ჯიღაური აქტიურობდა მეტოქის საჯარიმოში, საბოლოოდ კი ვერ აჯობა საბურთალოს მცველებს, შემდეგ კი საჯარიმოს მისადგომებიდან ჩახვეული დარტყმით ვაგნერი ემუქრებოდა ნუკრი რევიშვილის კარს. ბურთი ოდნავ აცდა მიზანს. 77- ე წუთზე დინამოელების სწრაფი შეტევაა აღსანიშნავი, გიორგი თევზაძის ჩაწოდებულს ბექა მიქელთაძე ვერ შეწვდა, დამატებაზე კი უჩა ლობჟანიძემ დაარტყა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. მატჩის 86- ე წუთზე ვაგნერი ურტყავდა დინამოს კარის მიმართულებით, ბურთი ნიკრი რევიშვილმა იოლად მოიგერია. საბოლოოდ ბრინჯაოს პლეი ოფის პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საპასუხო მატჩი დინამო არენაზე 4 დეკემბერს 17.00 საათზე გაიმართება.
საბურთალო 0:0 დინამო
გაფრთხილება: ფანცულაია 61’ ლობჟანიძე 78’
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (კარასკო 87), ტერა, ნადარაია (კოხრეიძე 67), ვაგნერი, ფანცულაია (ფრანსისკო 66), სანტი ხარა
დინამო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ჭელიძე, ხუბუტია, ლოჩოშვილი, ცინცაძე, ზარია (ჩაკვეტაძე 57), კიტეიშვილი, მიქელთაძე, ჯიღაური, დვალიშვილი (თევზაძე 46, ნინუა 84)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი