• Geo
  • Eng
03.08.2016
მარცხი დინამო ზაგრებთან

დინამო არენაზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი შედგა. დინამო თბილისმა დინამო ზაგრებს უმასპინძლა. პირველი შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქში მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა.

მატჩი მარკო როგის ძლიერი და არაზუსტი დარტმით დაიწყო. ორიოდე წუთში საპასუხო დარტყმა ვახო ჭანტურიშვილმა განახორციელა. მერვე წუთზე თბილისელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, იმავე მარკო როგმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. თბილისელებმა მალევე შექმნეს საგოლე სიტუაცია, კუთხურის მერე რენე გზავნიდა ახლო მანძილიდან ბურთს თავით, მაგრამ ედუარდუმ ნახტომში იხსნა თავის კარი. შეხვედრის 24- ე წუთზე ჯაბა ჯიღაური არტყამს ბურთს ახლო მანძილიდან, თუმცა არაზუსტად. შუა ტაიმში ძლიერი წვიმა წამოვიდა, მატჩი კი თბილისელების უპირატესობით გაგრძელდა. მასპინძლებმა ზედიზედ რამდენიმე კუთხური ჩამოაწოდეს- ყველაფერი უშედეგოდ.

მეორე ნახევარი დინამომ ორმაგი ცვლილებით განაახლა. მოედანზე ნიკოლოზ გელაშვილი და ოთარ კიტეიშვილი მათიას კურიესა და მატია შპიჩიჩის ნაცვლად შევიდნენ. თბილისელებმა ისევ შეუტიეს, ისევ მიჯრით ჯარიმები, კუთხურები და ისევ უშედეგოდ. მეორე ნახევრის შუაში ნიკოლოზ გელაშვილის პასის შემდეგ ვლადიმერ დვალიშვილი არტყამს ბურთს ერთი შეხებით. 82- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა ტექნიკურად, ფეხის წვერით რბილად უპასა დვალიშვილს, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმას ძალა დააკლდა. 90- ე წუთზე კიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ გელაშვილი ხელსაყრელი სიტუაციიდან გზავნიდა ბურთს თავით, მაგრამ არაზუსტად. ბოლო წუთზე კიტეიშვილი ასრულებს ჯარიმას, დვალიშვილის ზუსტი დარტყმა, არბიტრმა კი თამაშგარე დააფიქსირა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამო თბილისი ევროპა ლიგის პლეი ოფში გააგრძელებს ასპარეზობას.

უახლოესი მატჩი დინამოს საქართველოს 28- ჩემპიონატის პირველ ტურში, ივანწმინდაში 7 აგვისტოს ელის. ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. 5 აგვისტოს უეფას ევროპა ლიგის წილისყრა გაიმართება და ცნობილი გახდება დინამოელთა მეტოქის ვინაობა ევროპა ლიგის პლეი ოფში.

 

დინამო თბილისი  0:1  დინამო ზაგრები

გოლი: 0:1 როგი 8’

გაფრთხილება: პარუნაშვილი 7’  სოსა 25’  გომეში 34’  რენე 39’  სუდანი 45’  ლობჟანიძე 45’  შპიჩიჩი 45’  ჭანტურიშვილი 64’  ბენკოვიჩი 66’  დვალიშვილი 78’

 

დინამო თბილისი: სკრიბე, შპიჩიჩი (კიტეიშვილი 46), ამისულაშვილი, რენე, ლობჟანიძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, კურიე (გელაშვილი 46), პაპუნაშვილი (ალვარო 72), დვალიშვილი

დინამო ზაგრები: ედუარდუ, სუდანი, გომეში (ჩორიჩი 77), ანტოლიჩი, ფერნანდეში (პავიჩიჩი 72), სოსა (მაცელი 52), სიგალი, შილდენფელდი, როგი, სტოიანოვიჩი, ბენკოვიჩი

მსაჯი: მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024