• Geo
  • Eng
04.08.2016
გიორგი ქვილითაია ვენის რაპიდის ფეხბურთელია

დინამო თბილისის ექს-ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ ვენის რაპიდთან 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ მედიას რაპიდის სპორტულმა დირექტორმა ანდრიას მიულერმა წარუდგინა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვილითაიას სახით გუნდმა სერიოზული შევსება მიიღო.

გიორგი ქვილითაიამ ჩვენს გუნდთან ერთად, ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო, 29 ჩატარებულ შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და უმაღლესი ლიგის ბომბარდირი გახდა. თავისი ბოლო მატჩი დინამოს შემადგენლობაში ქვილითაიამ 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში სომხური ალაშკერტის წინააღმდეგ ჩაატარა და თერთმეტმეტრიანი დარტყმით მეტოქის კარის აღებაც შეძლო.

დინამო თბილისი გიორგი ქვილითაიას უსურვებს წარმატებებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024