• Geo
  • Eng
19.10.2016
თამაზ სამხარაძემ მეოთხედფინალი შეაფასა

დინამო არენაზე დასრულებული მეოთხედფინალის შემდეგ, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს 3:1 აჯობა, თამაზ სამხარაძემ ჩატარებული მატჩი შეაფასა.

თამაზ სამხარაძე: საკმაოდ დაძაბულ თამაშს ველოდებოდი და ასეც გამოვიდა. დღევანდელმა მატჩმაც ძირითადად იმ 9 ფეხბურთელზე გადაიარა, რომელთაც რამდენიმე დღის წინ ურთულესი შეხვედრა მოიგეს გურიაში. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო, თუმცა კმაყოფილი ვარ ჩატარებული პირველი ნახევრით. არ ვფიქრობთ, რომ აქცენტი მხოლოდ თასზე უნდა გადავიტანოთ, გასულ ტურში ჩვენმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს, შესაბამისად ვფიქრობთ როგორც ჩემპიონატის, ასევე თასის მოგებაზეც.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024