• Geo
  • Eng
17.09.2016
ფრე თბილისურ დერბიში

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქათველოს 28- ე პირველობის, მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა. ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. დებიუტში გუნდებმა თითო სახიფათო შეტევა გაცვალეს. მატჩის მე- 16 წუთზე კი დინამომ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, სტეფან ველევის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან ჯაბა ჯიღაური თავით ურტყავდა, ბურთი კი რევაზ თევდორაძემ მოიგერია. საპასუხოდ გიორგი დიასამიძე არტყავდა საჯარიმოს მისადგომებიდან, ბურთი გიორგი ლომაიას მიუვიდა ხელებში. აღსანიშნავია, რომ ლომაიას ამ სეზონში ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა. 35- ე წუთზე მასპინძლები კიდევ ერთხელ გადარჩნენ გაშვებულ გოლს და ისევ ლოკომოტივის კიპერმა ითამაშა კარგად. ლადო დვალიშვილი მარცხენა ფრთიდან გაიჭრა, ჩააწოდა საჯარიმოში, ჯაბა ჯიღაური ერთი შეხებით არტყავდა... საერთო ჯამში პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დინამოელები ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, რომელიც მეორე ტაიმში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. მეორე ნახევრის დებიუტში ისევ ჯაბა ჯირაურის აქტიურობა, ჯაბამ საჯარიმოს მისადომიდან გაისროლა, მეკარე კი ბურთს ბოლო წამს შეწვდა. შეხვედრის 70- ე წუთზე სტუმრების შეტევა, საბოლოოდ რენე სანტოსმა განმუხტა სიტუაცია. ტაიმის შუაში გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდებულს ლაშა პარუნაშვილი გამოეხმაურა, ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ვერც ამჯერად გავიტანეთ გოლი. ბურთი მეკარემ მოიგერია. დინამო შეტევას შეტევაზე ახორციელებდა მასპინზელთა კარის მიმართულებით. სტეფან ველევის ჩაწოდება მატჩის ბოლოსკენ, ჯაბა ჯირაურს სულ ცოტა დააკლდა და ხელსაყრელ მომენტში ვერ შესწვდა ბურთს. მსაჯის დამატებულ მესამე წუთზე მათე ცინცაძის ტავიტ დარტყმული სანტიმეტრებში აცდა თევდორაძის კარს და შეხვედრაც საბოლოოდ 0:0 დასრულდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი ივანწმინდაში 21 სექტემბერს გამართავს. დინამო საქართველოს თასის გათამაშებაში ბორჯმს დაუპირისპირდება.

 

ლოკომოტივი  0:0  დინამო

გაფრთხილება: დვალიშვილი 19’  ქიქავა 37’ 

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი (ფოფხაძე 69), კუხიანიძე, დიასამიძე, ხიდეშელი, ქიქავა (ზარანდია 46), გაბაძე, ვაწაძე (ცხადაძე 75)

დინამო: ლომაია, ლობჟანიძე, რენე (ჭელიძე 76), ამისულაშვილი, ველევი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი (მიქელთაძე 87)

 

მსაჯი: ლაშა სილაგავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024