ნუკრი რევიშვილმა დინამო თბილისი დატოვა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ჩვენს გუნდში ოქტომბერში მოვიდა და სამთვიანი კონტრაქტი გააფორმა, რა დროშიც 7 მატჩის გამართვა მოასწრო. მოკლევადიანი ტრანსფერი მნიშვნელოვანი გამოდგა, როგორც კლუბისთვის ასევე ფეხბურთელისთვის, რევიშვილმა დინამოს მეკარის პოზიციაზე არსებული პრობლემა მოუხსნა, თავად კი ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მინდორზე დაბრუნება და ფორმაში შესვლა შეძლო.
სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას ჯერჯერობით უცნობია, დინამო თბილისი წარმატებებს უსურვებს მას პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში.