სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი გათავისუფლებულია დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება დღეს, ბოლო პერიოდში გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგიდან გამომდინარე მიიღო.
ამ ეტაპზე დინამო თბილისს თამაზ სამხარაძე გაწვრთნის, რომელიც იარაბეკის ასისტენტად მუშაობდა. სწორედ სამხარაძე გაიყვანს გუნდს 1 ოქტომბერს საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ მნიშვნელოვან შეხვედრაში. სამხარაძის ასისტენტად დავით ჭიჭვეიშვილი იმუშავებს. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გაუძღვება ჩვენს გუნდს მომავალში.
დინამო თბილისი წარმატებებს უსურვებს იურაი იარაბეკს.