• Geo
  • Eng
26.09.2016
დინამოელები საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იასპარეზებს. შეხვედრებს ფინეთი უმასპინძლებს. 28 სექტემბერს საქართველო ბულგარეთს დაუპირისპირდება, 30 სექტემბერს მეტოქეობას მასპინძელთა ნაკრები გაგვიწევს, ხოლო 3 ოქტომბერს ჭაბუკი ჯვაროსნები შვედეთს შეხვდებიან. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ ლიგის საგზურს მოიპოვებენ. გურამ ასპინძელაშვილმა აღნიშნულ შესარჩევ ციკლში დინამოს აკადემიიდან 7 ფეხბურთელს უხმო. ჭაბუკ ჯვაროსანთა ღირსებას დემეტრე ბულისკირია, ანზორ მექვაბიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბექა დარცმელია, ზუკა დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024