• Geo
  • Eng
16.08.2016
18 აგვისტო დინამოს ისტორიაში

18 აგვისოს დინამო თბილისი საბერძნეთის პაოკს უმასპინძლებს. უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.

 

18 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ამ პაექრობებიდან 7 დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა, ერთხელ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და 4- ჯერ მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/15 თბილისელთა სასარგებლოდ.

1937 წელს დინამომ მოსკოვში ადგილობრივ თანაკლუბელებთან შედეგიანი ფრე 3:3 ითამაშა. ვლადიმერ ბერძენიშვილმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს, ერთიც ჩერნიშოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 1946 წელს თბილისელებმა სტალინგრადში 4:2 აჯობეს ტრაქტორს. ვიქტორ პანიუკომა ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ბორის პაიჭაძის ანგარიშზეა. ორი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი საკუთარ კედლებში დამარცხდა მოსკოვის დინამოსთან 1:3. ერთადერთი გოლი გიორგი ანთაძემ გაიტანა. 1953 წელს თბილისელებმა კიევის დინამო დაამარცხეს 3:0. თავის გამოჩენა ბასა ღოღობერიძემ, ავთანდილ ჭკუასელმა და კონსტანტინე გაგნიძემ მოახერხეს. 1965 წელს ლურ-თეთრები მინსკს ეწვივნენ და ადგილობრივ დინამოსთან 0:1 დათმეს. 1976 წელს ოდესაში ჩერნომორეცმა მოგვიგო 2:1. გოლი უკრაინელთა კარში ვიტალი დარასელიამ გაიტანა.

1994 და 1997 წლებში დინამომ ერთნაირი ანგარიშით 4:0 აჯობა ფოთის კოლხეთს და გორის დილას. გოლები შესაბამისად პირველ შეხვედრაში მიხეილ ყაველაშვილმა (2), გოჩა ჯამარაულმა და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს. მეორე მატჩში კი ალექსანდრე იაშვილმა შეასრულა ჰეთ-თრიქი, ერთი გოლიც გივი კვარაცხელიას ანგარიშზეა. 2002 წელს ჩვენმა გუნდმა წნორის მილანს სამხარაძის გოლით 1:0 აჯობა. 2012 წელს დინამომ ქუთაისის ტორპედო მიიღო. ქართული დერბი დედაქალაქელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ჩისკო მუნიოსმა ორჯერ აიღო სტუმართა კარი, ერთი გოლიც მიკელ ალვარომ გაიტანა.

1993 წელს ჩემპიონთა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამომ ბელფასტის ლინფილდი მიიღო. შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებით ჩვენმა გუნდმა 2:1 იმარჯვა. 2011 წელს უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფში დინამო აეკ- თან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 0:1.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024