• Geo
  • Eng
19.08.2016
21 აგვისტო დინამოს ისტორიაში

კვირას 21 აგვისტოს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურში ცხინვალს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ოფიციალურ საიტზე იხილავს.

21 აგვისტოს დინამოს 10 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, ბალანსი კი უარყოფითია ჩვენი გუნდისთვის. 5 მარცხი, 2 ფრე და 3 გამარჯვება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსიც უარყოფითი აქვს დინამოს 15/21 მეტოქეთა სასარგებლოდ.

1956 წელს თბილისელები სტალინოს შახტიორთან 3:5 დამარცხდნენ. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, ნიკოლოზ გაგნიძემ და შოთა იამანიძემ გაიტანეს. 1958 წელს დინამოს სტადიონზე ლენინგრადის ადმირალტეეცი მივიღეთ და 2:0 ვაჯობეთ. დალაქიანმა და სიომა ბარქაიამ გამოიჩინეს თავი. 1974 წელს მოსკოვში ტორპედომ გვაჯობა 4:1. ერთადერთი გოლი გივი ნოდიას ანგარიშზეა. სამი წლის შემდეგ მოსკოველ თანაკლუბელებთან დავით ყიფიანის გოლით 1:1 ითამაშა დინამომ. 1980 წელს ოდესის ჩერნომორეცს მოუგო დინამომ 1:0. გამარჯვების გოლი ვაჟა ჟვანიამ გაუტანა ზღვისპირელებს. მომდევნო სეზონში იმავე ანგარიშით დნეპროპეტროვსკის დნეპრმა დაამარცხა ჩვენი გუნდი. 1985 წელს დონის როსტოვში სკა- თან მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 6:2 დასრულდა. ორივე გოლი რევაზ მახარაძემ გაიტანა.

1999 წელს თბილისური დერბი არსენალთან არმიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 2004 წელს ქუთაისში ტორპედოსა და დინამოს დაპირისპირება ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ქუთაისელებს მიხეილ კაკალაძემ გაუტანა. 2015 წელს ლოკომოტივისა და დინამოს პაექრობაში ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით 4:1 მოიგო. გოლები დერბიში გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024