• Geo
  • Eng
05.01.2017
იუბილარი ბაჩანა არაბული ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს

გაირკვა, რომ 23 და 25 იანვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ჯვაროსნები უზბეკეთის და იორდანიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ვლადიმერ ვაისმა დინამო თბილისიდან ოთარ კიტეიშვილს და დედაქალაქურ კლუბში დაბრუნებულ საბა ლობჟანიძეს და ბაჩანა არაბულს უხმო. ბაჩანა არაბული დღეს იუბილარია, იგი 23 წლის გახდა. ჩვენი გუნდი მას სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას უსურვებს.

მათე ცინცაძემ პოლონურ პოგონთან გააფორმა კონტრაქტი და ამიერიდან შჩეცინის კლუბის ღირსებას დაიცავს. სატრანსფერო ღირებულებამ 100 000 ევრო შეადგინა. დინამო თბილისი მადლობას უხდის მათე ცინცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მას კარიერაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024