საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში, სამფეროვანთა ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობის მისაღებად გია გეგუჩაძემ დინამო თბილისიდან გიორგი თევზაძეს, ოთარ კიტეიშვილსა და გიორგი ზარიას უხმო.