• Geo
  • Eng
10.10.2016
ნუკრი რევიშვილი დინამოელია

დინამო თბილისმა ნუკრი რევიშვილი სეზონის ბოლომდე გაიფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რევიშვილი ბოლოს სარანსკის მორდოვიას ღირსებას იცავდა. 29 წლის ფეხბურთელი პირველად მოირგებს საქართველოს საუკეთესო გუნდის მაისურს. მას ნათამაშები აქვს ქუთაისის ტორპედოს, ყაზანის რუბინის, მახაჩკალის ანჟის, კრასნოდარის, გორის დილას, ვალეტას და ტოსნოს რიგებში, ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. რევიშვილი დედაქალაქურ გუნდში პირველნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელება მხარეთა სურვილზე იქნება დამოკიდებული.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024