დინამო თბილისი სპორტულმა დირექტორმა ლევან გაბრიჩიძემ დატოვა. ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და თავად ლევან გაბრიჩიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს, მიზეზი გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ლევან გაბრიჩიძე რჩება დინამოს ერთგულ გულშემატკივრად და მომავალშიც გააგრძელებს კლუბთან თანამშრომლობას. ამ ეტაპზე, რომან ფიფიას მრჩევლად მუშაობას აგრძელებს ლევან სალუქვაძე. სპორტული დირექტორის საპუსიხისმგებლო პოზიციაზე კი კანდიდატურის შერჩევას კლუბის ხელმძღვანელობა არ იჩქარებს.