• Geo
  • Eng
24.08.2016
დინამო საბერძნეთშია

დინამო თბილისი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ჩაფრინდა და სასტუმრო Porto Palace Hotel Thessaloniki- ში დაბინავდა. გუნდმა ისადილა, საღამოს კი სტადიონ ტუმბაზე წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება. თბილისელები ელადას ტრავმირებული ჯაბა ჯიღაურისა და მათიას კურიეს გარეშე ეწვივნენ. 25 აგვისტოს თბილისის დროით 22.00 საათზე, ზემოაღნიშნულ სტადიონზე უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ პაოკი და დინამო თბილისი წარდგებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024