• Geo
  • Eng
23.08.2016
25 აგვისტო დინამოს ისტორიაში

ხუთშაბათს 25 აგვისტოს დინამო თბილისი უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრას თესალონიკში გამართავს. პაოკისა და ჩვენი გუნდის დაპირისპირება თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება.

25 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 6 მატჩი თბილისელებმა წარმატებით დაასრულეს, ორჯერ ფრედ ითამაშეს და სამჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 18/8 დინამოს სასარგებლოდ.

1937 წელს თბილისელები მოსკოვს ესტუმრნენ და ადგილობრივ მეტალურგთან 0:1 დამარცხდნენ. 1946 წელს იმავე ანგარიშით კუიბიშევის კრილია სოვეტოვმა დაამარცხა ჩვენი გუნდი. 1963 წელს დინამო თბილისმა ალმა–ათაში კაირათს აჯობა 2:1. ორივე გოლი სიომა ბარქაიას ანგარიშზეა. 1986 წელს კი ერევანში არარატმა ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა მტკვრისპირელები.

1996 წელს თბილისელებმა დინამო არენაზე სამტრედია დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს. გოლების გატანა ალექსანდრე იაშვილმა (ორი), როინ კერძევაძემ, გიორგი დემეტრაძემ, გელა ინალიშვილმა და ლევან ხომერიკმა მოახერხეს. 2002 წელს მცხეთაში, გასვლაზე გამართულ შეხვედრაში, დინამომ ვიტ ჯორჯიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი კი არჩილ სახვაძემ გაიტანა. 2007 წელს გიორგი მერებაშვილის და ილია სპასოევიჩის გოლებით დინამომ ბორჯომი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ასევე გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა თავი 2009 წელს გამართულ მატჩში, როდესაც გაგრას ორი გოლი გაუტანა. დინამომ ის შეხვედრა ორი უპასუხო გოლით მოიგო. 2012 წელს ზესტაფონში ბათუმის დინამომ მიიღო ჩვენი გუნდი. თბილისელებმა 3:0 იმარჯვეს. გოლები ზღვისპირელებს ჯაბა დვალმა, მიკელ ალვარომ და რობერტინიომ გაუტანეს. 2015 წელს დინამო საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად გორის დილას დაუპირისპირდა და ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

უეფას ევროპა ლიგის თასზე დინამომ 2011 წელს ბერძნული აეკ- ის წინააღმდეგ იასპარეზა. ფლეი-ოფის დაძაბული შეხვედრა, რომელშიც დინამო ალექსანდრე კოშკაძის გოლით იგებდა, საბოლოოდ ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024