• Geo
  • Eng
30.08.2016
საქართველოს თასის მერვედფინალში ბორჯომთან

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. თასის მოქმედი მფლობელი, გათამაშების ზემოხსენებულ ეტაპზე ბორჯომში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ბორჯომს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 სექტემბერს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე შედგება. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს თასის გათამაშების ყოველი ეტაპი თითო მატჩისგან შედგება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024