• Geo
  • Eng
25.08.2016
მარცხი თესალონიკში

თესალონიკის სტადიონ ტუმბაზე უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა პაოკმა დინამო თბილისი მიიღო. პირველი მატჩი თბილისში, რომელიც ერთი კვირის წინ დინამო არენაზე გაიმართა სტუმართა გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის დებიუტში მე- 5 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და როდრიგესმა გახსნა ანგარიში 1:0. ცოტახანში დინამომ შეუტია სახიფათოდ, გიორგი პაპუნაშვილი სწრაფად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მას ხელი უბიძგეს, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება მოითხოვა. 27- ე წუთზე შახოვმა და დვალიშვილმა გაცვალეს სახიფათო მომენტები. პირველის დარტყმული ზემოდან გადაცდა დინამოელთა კარს, ჩვენი გუნდის შემტევის თავით დარტყმული კი გლიკოსმა მოიგერია. ბურთის ფლობის უპირატესობა პაოკმა მოიპოვა და თამაშიც შედარებით დაბალ ტემპში გაგრძელდა. პირველი ტაიმის ბოლოს შეხვედრის არბიტრმა თბილისელთა კარში პენალტი დანიშნა. ჯალმა სანტოსის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ანტონი სკრიბემ მოიგერია კუთხურზე. ჩამოწოდებული ბურთი კი ცაველასმა თავით გადაგზავნა დინამოს კარში 2:0. პირველი ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევრის მეათე წუთზე პაოკის სწრაფი კონტრშეტევა, ჯალმას პასის შემდეგ პერეირა გავიდა სკრიბესთან პირისპირ, მაგრამ დინამოელთა მეკარეს ვერ აჯობა. თბილისელებმა თავის მხრივ უპასუხეს შეტევით, მიკელ ალვარი გაიჭრა მეტოქის კარისკენ, ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარეს ვერც მან აჯობა. საბოლოოდ მატჩში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 0:2 დათმო შეხვედრა.

მომდევნო, საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრას დინამო თბილისი 10 სექტემბერს, დინამო არენაზე ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს.

 

პაოკი  2:0  დინამო

 

გოლი: 1:0 როდრიგესი 5’  2:0 ცაველასი 2:0 

გაფრთხილება: ალვარო 39’  დვალიშვილი 61’  პარუნაშვილი 63’ 

 

პაოკი: გლიკოსი, მატოსი, კრესპო (ვარელა 76), ცაველასი, ლევაკი (კიციუ 65), შახოვი (ბისესვარი 57), კანაიასი, ჩიმიროტი, კამპოსი, პერეირა, როდრიგესი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ცინცაძე (ველევი 75), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 62), ალვარო, პაპუნაშვილი, დვალიშვილი (მიქელთაძე 77)

 

მსაჯი: ჰარალდ ლეხნერი (ავსტრია)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024