ლანჩხუთში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ გურიას 2:0 აჯობა, ჩვენმა ვებ გვერდმა თამაზ სამხარაძეს შეხვედრის შეფასება სთხოვა.
თამაზ სამხარაძე: დღეს რთულ შეხვედრას ველოდებოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გურიას სამ საშინაო შეხვედრაში არ წაეგო და მხოლოდ ერთი ბურთი ჰქონდა გაშვებული საკუთარ კარში. გურია კარგი გუნდია, რომელსაც სათამაშო დისციპლინა ეტყობა. პირველ ტაიმში თანაბარი პაექრობა იყო, მეორე ნახევარი კი ცხრა მოთამაშით ათის წინააღმდეგ დავიწყეთ და შესაბამისად გადაწყობაც მოგვიხდა. ვითამაშეთ კომპაქტურად ჩვენს ნახევარზე და ველოდით ხელსაყრელ კონტრშეტევას, რამაც შედეგი გამოიღო. გავიტანეთ ორი გოლი და კიდევ სამი საგოლე მომენტი შევქმენით. მადლობა მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს გუნდური სულისკვეთების გამოვლინებისთვის.