• Geo
  • Eng
20.06.2023
პირველი ეტაპის მეტოქე - ასტანა

დღეს ქალაქ ნიონში, უეფას 2023/2024 სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

 

გათამაშების აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ დინამო თბილისს, მეტოქეობას ყაზახეთის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ასტანა გაუწევს.

 

ორმატჩიან დუელში პირველი დაპირისპირება ყაზახეთის დედაქალაქში, ასტანა არენაზე 11/12 ივლისს შედგება. საპასუხო მატჩი 18/19 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024