• Geo
  • Eng
24.11.2016
15 წლამდელები ნახევარფინალში გავიდნენ

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე 15 წლამდელთა ჭაბუკთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივი მიიღო. თბილისური დერბი ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდის გამარჯვებით 5:0 დასრულდა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე მოიპოვეს და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლიც გაუტანეს. ანგარიში უფრო დიდიც იქნებოდა შეხვედრის ბოლოსკენ კიდევ არაერთი საგოლე მომენტი, რომ გამოეყენებინათ მასპინძლებს. წაქაძემ ორჯერ აიღო ლოკომოტივის კარი, თითო გოლი კი ჩარკვიანმა, მოისწრაფიშილმა და იაკობიძემ გაიტანეს. ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ცხინვალისა და შუქურას ხვალინდელ შეხვედრაში გაირკვევა. ასევე ხვალ 15.00 საათზე დინამოს 17 წლამდე შემადგენლობა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ზუგდიდს უმასპინძლებს.

 

U15 დინამო 5:0 ლოკომოტივი

U15 დინამო: თვალოძე, წაქაძე, ჭავჭანიძე, ქველაძე, თუდები, მაღალდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი, ჩაკვეტაძე, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, ისმაილი, ლომთაძე, ჯანგველაძე, აზაროვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024