• Geo
  • Eng
18.10.2016
19 წლამდელები ალმათიში თამაშის დღეს ჩაფრინდებიან

ხვალ 19 ოქტომბერს დინამო თბილისის 19 წლამდელთა შემადგენლობა უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო მატჩს ალმათიში, კაირათის წინააღმდეგ გამართავს, ლევან გვანცელაძის შეგირდები კი ჯერ ისევ თბილისში იმყოფებიან. ახალგაზრდა დინამოელებო ორი დღეა ეარ ასტანას რეისს ელოდებიან, რომელიც თვითმფრინავის გაუმართაობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. საღამოს თბილისელები სხვა რეისით ჯერ ასტანასკენ აიღებენ გეზს, შემდეგ კი ალმათიში გამთენიისას ჩაფრინდებიან. შესაბამისად გუნდი ვერ ჩაატარებს მატჩისწინა პრესკონფერენციასა და ვარჯიშს. შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 17.00 საათზეა დანიშნული.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024