ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ გუშინ იმსჯელა ლანჩხუთის გურიასთან მატჩში მომხდარ არასასიამოვნო ინციდენტზე და გუნდის ფეხბურთელები გიორგი პაპუნაშვილი და რენე ფერეირა ერთი თვის ხელფასით დააჯარიმა. მოთამაშეებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ თუ კიდევ განმეორდება მსგავსი ფაქტი, ფეხბურთელები შესაძლოა დისკვალიფიკაციითაც დაისაჯონ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ნანობს საკუთარ საქციელს, მათ ბოდიში უკვე მოიხადეს მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის წინაშე.
რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება იმავე თემასთან დაკავშირებით. გიორგი პაპუნაშვილსა და რენე ფერეირას 5 მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად დაეკისრათ 2000 ლარიანი ჯარიმა.