• Geo
  • Eng
31.10.2016
ჭაბუკთა ლიგაში ტრადიციულად გამარჯვებით

ჭაბუკთა ლიგაში დინამოს აკადემიის გუნდებმა მეცხრე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს უმასპინძლეს. ჩვენი გუნდის 15 წლამდელებმა თავიდანვე მოიპოვეს ინიციატივა და ექვსი გატანილი უპასუხო გოლით მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ჯანგველაძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, დუბლი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა, ერთი გოლიც მექვაბიშვილმა შეაგდო. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 9 ჩატარებული მატჩიდან მოპოვებული 9 გამარჯვებით და ბურთების შეფარდებით 53/3 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. 17 წლამდე დინამოელებმა დაძაბულ და რთულ შეხვედრაში აჯობეს ვიტ ჯორჯიას და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შენარჩუნეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3:2 მოუგო მეტოქეს. გოლები დავითაშვილმა, ერგემლიძემ და კვარაცხელიამ გაიტანეს. 17 წლამდე დინამოელებს 9 ჩატარებული მატჩიდან 22 ქულა დაუგროვდათ, ბურთების ბალანსი კი 17/6 გახლავთ. მომდევნო მატჩებს ჭაბუკი დინამოელები 5 ნოემბერს ბოლნისში გამართავენ.

 

U15 დინამო 6:0 ვიტ ჯორჯია

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, ჭავჭანიძე, გოდერძიშვილი, წაქაძე, ისმაილი, მექვაბიშვილი, ჩარკვიანი, ლომთაძე, ჯანგველაძე, მოისწრაფიშვილი, ჩაკვეტაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქველაძე, იაკობიძე, ფაცურია, შუკვანი, მაღალდაძე

 

U17 დინამო 3:2 ვიტ ჯორჯია

U17 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, დიდებაშვილი, ძოწენიძე, ცერცვაძე, ობოლაძე, ჩიქოვანი, დავითაშვილი, ერგემლიძე, უგრეხელიძე, კვარაცხელია

შეცვლაზე შევიდნენ: გაბიტაშვილი, ვასაძე, ხარშილაძე, ბაბუნაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024