12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას მოლდოვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. ვლადიმერ ვაისმა მოახლოებულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 5 ფეხბურთელს უხმო. მოლდოვასთან მატჩისთვის ჯვაროსნების ფორმას ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ოთარ კიტეიშვილი და ვლადიმერ დვალიშვილი მოირგებენ.