დასრულებული ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც ტორპედომ დინამოს 3:2 მოუგო, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე კახაბერ ჩხეტიანი და ვიაჩესლავ გროზნი წარდგნენ.
ვიაჩესლავ გროზნი: დღევანდელ შეხვედრაში მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, თუმცა 3 გაშვებული გოლიდან 2 ჩვენი შეცდომების ხარჯზე მივიღეთ და მარცხს მსაჯებს არ ვაბრალებ, ისედაც არ მჩვევია მათზე საუბარი. სათასო მატჩებში მეტია დაძაბულობა და იგებს ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს. საჯაროდ არ მიყვარს ფეხბურთელების გაკრიტიკება, თუმცა გასახდელში უკვე ვისაუბრეთ. ობიექტურად ჩვენს ცუდ შედეგში, ლანჩხუთში გაძევებულ ფეხბურთელებსაც მიუძღვის წილი. დღეისათვის გუნდის შეტევაში ვერ მოიძებნა წასული ფეხბურთელების ღირსეული შემცვლელი, შესაბამისად მოგვიწევს ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება და ამას დროც დასჭირდება. ჩვენი გუნდის დღევანდელი დაცვის ხაზი რბილად, რომ ვთქვა ბევრ კითხვის ნიშანს მიჩენს და კრიტიკას ვერ უძლებს. იგივე 90% შემთხვევებში ნახევარდაცვა ბურთის ართმევაზე ვერ თამაშობს. ეს აუცილებლად გამოსასწორებელია და გამოსწორდება კიდევ იმ ფეხბურთელების ხარჯზე, ვისაც ენდომება თამაში. დინამო გამოვა ამ მძიმე სიტუაციიდან და გაცილებით უკეთესი გუნდი გახდება.
კახაბერ ჩხეტიანი: მთლიანობაში ორივე გუნდის შესრულებით სანახაობრივი ფეხბურთი გამოვიდა. ეს ფეხბურთია, ჩვენი მეტი გავიტანეთ ვიდრე მეტოქემ და ფინალში ვართ.