დინამო არენაზე საქართველოს თასის ნახევარფინალი გაიმართა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მეექვსე წუთზე გუგა ფალავანდიშვილის საჯარიმო დარტყმა მეტად ხელსაყრელი სიტუაციიდან, თუმცა უშედეგოდ. ზუსტად იმდენივე გავიდა დრო და იდენტური სიტუაცია დინამოს კართან. დარტმული ისევ არაზუსტია. ცოტახანში მასპინძლებმა ხელიდან გაუშვეს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა, როცა მეტოქის საჯარიმოში მცველთა უყურადღებობით ვერ ისარგებლეს. აი საპასუხოდ კი ვაჟა ტაბატაძემ გაისროლა შორი მანძილიდან და გახსნა ანგარიში. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა დამასრულებელ ფაზაში ფეხბურთელებს სიზუსტე აკლდათ. 30- ე წუთზე კი დანიშნულ ჯარიმას კომბინაციური გათამაშება და ჯაბა ჯიღაურის ულამაზესი მაკრატელა მოჰყვა ტორპედოს კარში 1:1. მეორე ტამის განახლება, ჩვენი დაცვის შეცდომა და გიორგი ქიმაძეს კვლავ წინ გაყავს სტუმრები. 62- ე და 63- ე წუთებზე ელვისებურად განვითარდა მოვლენები. ჯერ ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა დუბლი, მომდევნო შეტევაში კი გრიგოლ დოლიძემ მესამედ დააწინაურა სტუმრები. ცოტახანში ჯიღაურს ჰეთ თრიქის შესასრულებლად რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. 77- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა სახიფათოდ ითამაშა, მწვავე ჩაწოდებაც შეასრულა და საბოლოოდ კუთხური. მე-80 წუთზე დინამო 10 კაცით დარჩა მოედანზე, მსაჯმა ვლადიმერ დვალიშვილი გააძევა. მასპინძლები დარჩენილ დროში ბევრს უტევდნენ, მაგრამ ვეღარაფერი შეცვალეს. მომდევნო შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში 6 ნოემბერს შუქურას წინააღმდეგ გამართავს.
დინამო 2:3 ტორპედო
გოლი: 0:1 ტაბატაძე 19’ 1:1 ჯიღაური 30’ 1:2 ქიმაძე 46’ 2:2 ჯიღაური 62’ 2:3 დოლიძე 63’
გაფრთხილება: ლობჟანიძე 12’ კიტეიშვილი 73’ ქიმაძე 76’ ჭანტურიშვილი 82’ ტაბატაძე 82’
გაძევება: დვალიშვილი 80’
დინამო: რევიშვილი, ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ლოჩოშვილი (მიქელთაძე 56), ცინცაძე, პარუნაშვილი (ზარია 59), ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, დვალიშვილი
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 62), კაპანაძე (ნერგაძე 89), დოლიძე (ბენაშვილი 85), ტუღუში
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი