• Geo
  • Eng
08.11.2016
თანადგომა ტრავმირებულ დინამოელებს

სათასო დაპირისპირება ქუთაისის ტორპედოსთან და ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი ქობულეთის შუქურასთან, სამწუხაროდ, საკმაოდ უიღბლო გამოდგა ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელისთვის. სათასო დაპირისპირებაში დაშავდა დინამოელთა დებიუტანტი, ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი, სწორედ ამიტომ გამოტოვა მან ბოლო მატჩი. შუქურასთან დაპირისპირებაში კი ტრავმა მიიღო აკაკი ხუბუტიამ, რომელსაც მეტოქესთან შეჯახების დროს კბილები ჩაუტყდა.

სამწუხაროდ, განსაკუთრებით მძიმე გამოდგა, ლაშა პარუნაშვილის ტრავმა, რომლისთვისაც სეზონი დასრულებულია, დინამოელთა ნახევარმცველი თამაშის ბოლოსკენ სერიოზულად დაშავდა, მას ლავიწის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც კარგად ჩაიარა.

დინამო თბილისი გამოჯანმრთელებასა და მოედანზე სწრაფად დაბრუნებას უსურვებს, როგორც პარუნაშვილს, ისე სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024