• Geo
  • Eng
22.09.2016
25 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

25 სექტემბერს თბილისელები მორიგ ქართულ დერბის უმასპინძლებენ. დინამომ თავისი ისტორიის მანძილზე  25 სექტემბერს 11 ოფიციალური შეხვედრა გამართა და არასოდეს დამარცხებულა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 13/2 თბილისელთა სასარგებლოდ.

1992 წელს ზესტაფონის მარგვეთთან შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები რეზო და შოთა არველაძემ გაუტანეს ზესტაფონელებს. 1998 წელს ბათუმელ სეხნიებთან დაპირისპირება ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ბათუმელთა კარში ლევან ხომერიკის ანგარიშზეა. 2004 წელს გორის დილა მივიღეთ და სამი უპასუხო გოლით დავამარცხეთ. გოლები გიორგი ნემსაძემ, მიხეილ კაკალაძემ და შოთა გრიგალაშვილმა გაიტანეს. 2009 წელს თბილისურ დერბიში გიორგი მერებაშვილის გოლით ლოკომოტივს ვაჯობეთ 1:0. ორი წლის შემდეგ მარტვილის მერანი დავამარცხეთ 2:1. თავის გამოჩენა ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ შესძლეს.

1936 წელს მოსკოვში ადგილობრივ სპარტაკს დინამომ 1:0 აჯობა. ეს იყო დინამოს პირველი გამარჯვება სსრკ- ს ჩემპიონატში, გოლი კი მიხეილ ბერძენიშვილმა გაიტანა. მეორედ დინამომ 1946 წელს ასევე მოსკოვის სპარტაკთან და ასევე ანგარიშით 1:0 იმარჯვა. ამჯერად მოსკოველთა კარი ბორის პაიჭაძემ აიღო. 1949 წელს სახლში დინამომ რიგის დაუგავას უმასპინძლა და თავისი კარი მშრალად შეინახა, მოწინააღმდეგეს კი ორი ბურთი გაუტანა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. თავის გამოჩენა მიხეილ ჯოჯუამ და რევაზ მახარაძემ მოახერხეს. დარჩენილი სამი თამაში დინამომ უგოლო ფრეებით დაასრულა. შესაბამისად კიშინიოვში ადგილობრივ მოლდოვასთან 1963 წელს, მოსკოვში სახალხო გუნდთან 1976 წელს და თბილისში მოსკოვის ლოკომოტივთან 1988 წელს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024