• Geo
  • Eng
21.09.2016
იურაი იარაბეკმა მერვედფინალი შეაფასა

ივანწმინდაში დასრულებული მერვედფინალის შემდეგ, რომელშიც დინამომ ბორჯომს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, თბილისელთა მთავარ მწვრთნელს- იურაი იარაბეკს მატჩის შეფასება ვთხოვეთ.

იურაი იარაბეკი: საკმაოდ ცუდ მინდორზე მოგვიწია ასპარეზობა, თუმცა გუნდმა კარგად ითამაშა. მეტოქე უმეტესად თავის ნახევარზე იმყოფებოდა და სწრაფ კონტრშეტევაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ამის საშუალება პრაქტიუკულად არ მიგვიცია. პირველ ტაიმში 3-4 საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შესვენებაზე ვუთხარი ბიჭებს, რომ მეტი მოთმინებით და სიზუსტით ეთამაშათ. პირველი გოლის შემდეგ კი გაცილებით ადვილად გაგრძელდა შეხვედრა. ამ შეხვედრის ამოცანა გადაჭრილია და მეოთხედფინალში ვართ. კვირას ქართული დერბი გველოდება. უმნიშვნელოვანესი მატჩია ჩვენთვის. ამასთან ერთად - ორი შეხვედრაა არ მოგვიგია და ყველაფერს გავაკეთებთ 3 ქულის ასაღებად.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024