დღეს დინამო თბილისის გულშემატკივრებმა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზასთან, მიქელაძის 9ა ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეების მოთხოვნით მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რადგან ამ ადგილზე კორპუსის არსებობა ხელს შეუშლის საწვრთნელი ბაზის სრულყოფილად ფუნქციონირებას.