• Geo
  • Eng
25.09.2016
ფრე ქართულ დერბიში

დინამო არენაზე 62- ე ქართული დერბი გაიმართა. მატჩი აქტიურად დაიწყო და ორივე გუნდი პირველივე წუთებიდან შეეცადა ინიციატივის ხელში აღებას. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, გრიგოლ დოლიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმა გიორგი ლომაიას ნადავლი გახდა. მასპინძლებმა პირველი სახიფათო მომენტი ასევე სტანდარტულით შექმნეს, გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდებულს ბურთს რენე სანტოსმა შეაგება თავი, მაგრამ არაზუსტად. შეხვედრის 24- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა ტექნიკურად და ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს, მაგრამ დარტყმული ტორპედოს კარს ოდნავ აცდა. მომდევნო სახიფათო შეტევა ისევ დინამოელებს დარჩათ, ვახო ჭანტურიშვილის დარტყმული ბურთი კი გარედან მოხვდა სტუმართა კარის ბადეს. ტაიმის შუაწელში დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა, მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მაგრამ დამასრულებელ ფაზაში უჭირდათ. შეხვედრის მეორმოცე წუთისთვის სტუმართა კარი ორჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს. ჯერ დვალიშვილმა გააცუდა ხელსაყრელი მომენტი, შემდეგ კიტეიშვილის დარტყმული მცველმა მოიგერია კუთხურზე, გათამაშებულ კუთხურს კი ჯაბა ჯიღაური ვერ შესწვდა სათანადოდ. 58- ე წუთზე ლადო დვალიშვილმა ითამაშა კარგად, ცრუ მოძრაობით გაცდა ვიზავის, პასი ვახო ჭანტურიშვილს მიაწოდა, მისი ტექნიკური და ძლიერი დარტყმული ბურთი ბოლო წამს როინ კვასხვაძემ მოიგერია კუთხურზე. გიორგი პაპუნაშვილმა და ჯირაურმაც გაამწვავეს თამაში, ისევ უშედეგოდ. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნახევრში მთლიანად სათამაშო უპირატესობას დინამო ფლობდა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა და დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამო 1 ოქტომბერს საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო  0:0  ტორპედო

გაფრთხილება: რენე სანტოსი 7’  ქიმაძე 92’

 

დინამო: ლომაია, ველევი, ამისულაშვილი, რენე, ლობჟანიძე, ცინცაძე, ჯიღაური, კიტეიშვილი (პარუნაშვილი 58), ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, დვალიშვილი (ლილუაშვილი 85)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (საღრიშვილი 75), დოლიძე, ტუღუში (ენდელაძე 86), კვერნაძე (კაპანაძე 70)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024