• Geo
  • Eng
17.11.2016
19 წლამდე დინამოელთა პირველი მარცხი ჩემპიონატში

დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა ეროვნულ პირველობაზე მეთერთმეტე მატჩი გამართა და პირველად დამარცხდა. ლოკომოტივთან დაპირისპირება საგურამოში ჩატარდა და მასპინძელტა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი ლოკომოტივის კარში კუციამ გაიტანა. ლევან გვანცელაძის გუნდს 11 მატჩიდან 28 ქულა დარჩა და 37/5 ბურთების ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს თბილისელები 21 ნოემბერს ცხინვალის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

U19 ლოკომოტივი 2:1 დინამო

U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნემსაძე, ყურაშვილი, ძაგორვი (ქავთარაძე), კუცია, გოგილაშვილი, ფოჩხუა (ბაბუნაძე), სილაგაძე (ერგემლიძე)

 

 

 

*ფოტო ლოკომოტივის ფეისბუქ გვერდიდან

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024