• Geo
  • Eng
25.09.2016
დინამო 0:0 ტორპედო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ და ტორპედომ ფრედ 0:0 ითამაშეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე სტუმართა მთავარი მწვრთნელი- კახაბერ ჩხეტიანი და თბილისელთა დამრიგებელი- იურაი იარაბეკი წარდგნენ.

კახაბერ ჩხეტიანი: თავიდანვე ვიცოდით და ვაცნობიერებდით რაოდენ რთული მატჩი გველოდა. დინამო საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზით. შეხვედრის დებიუტშივე ვარჩიეთ ნაკლები გასაქანი მიგვეცა მეტოქის კომბინაციური თამაშისთვის. მეკარესთან და დაცვის ხაზთან აქტიურ თამაშს ვითხოვდით. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა ვთვლი, რომ ფრე ლოგიკური შედეგია.

იურაი იარაბეკი: დღეს მთელი გუნდი მოწადინებული გახლდათ 3 ქულის ასაღებად. ტორპედომ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა. გვქონდა მეტოქის კართან კარგი საგოლე მომენტები, მაგრამ რეალიზებაში გვაქვს პრობლემები და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. უკვე რამდენიმე თამაშია არაერთ რეალურ საგოლე სიტუაციას ვერ ვიყენებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024