• Geo
  • Eng
31.12.2016
დინამოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

ყველას გილოცავთ ახალ 2017 წელს. ვულოცავ დინამოელებსა და აკადემიის აღსაზრდელებს. მსურს ვუსურვო წარმატება ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება 2017 წელი, სწორედ ახალმა თაობამ უნდა იტვირთოს ახალი ბირთვის ჩამოყალიბების რთული მისია. ვულოცავ ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ისინი ყოველთვის სამაგალითონი უნდა იყვნენ ახალგაზრდა დინამოელებისთვის. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა, როგორც არასდროს ისე გვჭირდება 2017 წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ყველა თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის. გფარავდეთ ღმერთი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024