• Geo
  • Eng
25.11.2016
ნახევარფინალის საგზური 17 წლამდელებმაც მოიპოვეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანმა მიჯრით მეორე მეოთხედფინალს უმასპინძლა. დინამოს 17 წლამდელთა გუნდმა ზუგდიდი მიიღო და საკმაოდ საინტერესო პაექრობაში 2:0 დაამარცხა მეტოქე. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სრული მატჩის მანძილზე ფლობდა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა კონტრშეტევაზე სტუმრებიც სახიფათოდ თამაშობდნენ. ზუგდიდის კარში დუბლი უგრეხელიძემ შეასრულა. ამ მოგებით დინამოელებმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც საბურთალოს შეხვდებიან.

თავისი შეხვედრა 19 წლამდელებმაც ჩაატარეს, რომლებიც ბენდელას სტადიონზე საბურთალოს შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ლევან გვანცელაზის გუნდს თავის ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა დარჩა გასამართი, რის მერეც უკვე ფლეი ოფში ჩაებმება. დინამოელები 29 ნოემბერს ჩიხურას მიიღებენ. 13 მატჩის შემდეგ კი 19 წლამდე დინამოელები დაგროვილი 31 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

 

U17 დინამო 2:0 ზუგდიდი

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, გ. ხარშილაძე, ჭურღულაშვილი, გაბიტაშვილი, დარცმელია, ჯიჭონაია, უგრეხელიძე, კვარაცხელია, ბ. ხარშილაძე, ერგემლიძე

შეცვლაზე შევიდნენ: დიდებაშვილი, ჩიქოვანი, მექვაბიშვილი, გულდედავა

 

U19 საბურთალო 1:0 დინამო

U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ძოწენიძე, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, გოგილაშვილი, ბაბუნაძე, ლილუაშვილი, ფოჩხუა (ობოლაძე 85), ძაგოევი (ჩარკვიანი 90)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024