• Geo
  • Eng
01.10.2016
დინამოს მარცხი ჩიხურასთან

დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ საჩხერის ჩიხურა მიიღო. მატჩი დინმოელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო. მეოთხე წუთზე სტუმართა შეტევა შედეგიანად ირაკლი ლექვთაძემ დაასრულა. გაშვებულ გოლს გიორგი პაპუნაშვილმა ძლიერი დარტყმით უპასუხა, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარეს მიუვიდა ხელებში. ტაიმის ნახევარი საათი დინამოელთა ტერიტორიულ უპირატესობით, განსაკუთრებული საგოლე მომენტების გარეშე და ხისტ ორტაბრძოლებში მიილია. 34- ე წუთზე მასპინძელთა შეტევამ შედეგი გამოღო. უჩა ლობჟანიძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი მცველმა უხეიროდ მოიგერია, ბურთთან პირველი ვლადიმერ დვალიშვილი გაჩნდა და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. თბილისელებმა გააგრძელეს ზეწოლა და ცოტახანში გიორგი თევზაძემ გაისროლა შორი მანძილიდან, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ სტუმრებმა ზუსტად გამოიყენეს კონტრშეტევა. მცველის მიერ მოგერიებული ბურთი გიორგი ივანიშვილის მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომიდან შედეგიანად გაისროლა. საპასუხოდ ვახო ჭანტურიშვილმა იაქტიურა, მაგრამ დინო ჰამზიჩს ვერ აჯობა. პირველი ნახევარი მათე ცინცაძის ჩაწოდებული კუთხურით დასრულდა, მეორე ტაიმი კი გიორგი პაპუნაშვილის ახლო მანძილიდან არაზუსტი დარტყმით დაიწყო. 53- ე წუთისთვის გიორგი თევზაძემ და გიორგი ივანიშვილმა გაცვალეს საკმაოდ სახიფათო და ოდნავ არაზუსტი დარტყმები. ერთ წუთში გიორგი ლომაიამ ივანიშვილის ურთულესი დარტყმული მოიგერია და იხსნა თავისი გუნდის კარი. დანარჩენილი დრო მასპინძელთა უშედეგო შეტევებში მიილია და ანგარიშიც რამდენიმე მცდელობის მიუხედავად აღარ შეცვლილა. მომდევნო შეხვედრას თბილისელები 15 ოქტომბერს ლანჩხუთში, გურიას წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო  1:2  ჩიხურა

გოლი: 0:1 ლექვთაძე 4’  1:1 დვალიშვილი 34’  1:2 ივანიშვილი 40’

გაფრთხილება: ლობჟანიძე 65’  ჭანტურიშვილი 68’  რეხვიაშვილი 68’ 

დინამო: ლომაია, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე (ველევი 66), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 64), დვალიშვილი (ლილუაშვილი 73)

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, სარდალიშვილი (დეკანოიძე 87), კორიფაძე, დობროვოლსკი, ლექვთაძე (განუგრავა 76), ტატანაშვილი, ივანიშვილი (გორგიაშვილი 82)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024