• Geo
  • Eng
29.11.2016
ლომაია და ზარია სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, საქართველოს 28- ე პირველობის მეთოთხმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან ორი ფეხბურთელი- ჩვენი გუნდის კიპერი- გიორგი ლომაია და ახალგაზრდა შემტევი- გიორგი ზარია შეიყვანა. ბოლო შეხვედრაში ტორპედო ქუტაისთან დინამომ 1:0 იმარჯვა. თბილისელთა შემტევმა ნახევარმცველმა შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა, მეკარემ კი მთელი შეხვედრა უშეცდომოდ და მაღალ დონეზე წარმართა.

გამოცემამ ტურის მწვრთნელად დინამოს უკრაინელი დამრიგებელი- ვიაჩესლავ გროზნი დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024