• Geo
  • Eng
01.12.2016
ჭაბუკი დინამოელები შერიფის თასზე

6- დან 9 დეკემბრის ჩათვლით მოლდოვის ქალაქი ტირასპოლი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს შერიფის თასი 2016- ს უმასპინძლებს. ტურნირი 17 წლამდე ფეხბურთელთა შორის ტარდება და მასში დინამო თბილისიც მიიღებს მონაწილეობას. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ჯგუფში მასპინძლებს- ტირასპოლის შერიფს და ყაზახეთის 17 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე ჯგუფში კიევის დინამო, სანკტ პეტერბურგის ზენიტი და კონსტანცის ვიიტორული იასპარეზებენ. 6 დეკემბერს ჭაბუკი დინამოელები ყაზახეთის ნაკრებს შეხვდებიან, 8 დეკემბერს კი მასპინძლებთან გაარკვევენ უძლიერესს. ფინალური მატჩები 9 დეკემბერს შედგება. ტირასპოლში გასამგზავრებლად დინამო გაფართოებული შემადგენლობით ემზადება.

U17 დინამო: გიორგი მამარდაშვილი, აკაკი თვალოძე, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი წაქაძე, ბექა ხარშილაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა დარცმელია, ანრი მექვაბიშვილი, არჩილ ბასარია, ნიკოლოზ გაბელაია, ზუკა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, გიგა გულდედავა, ლაშა უგრეხელიძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ხარშილაძე, მიხეილ ერგემლიძე, გოჩა გოგრიჭიანი, ლუკა ჩიქოვანი, დათო ჯიჭონაია, გოგა ლურსმანაშვილი, თორნიკე ძოწენიძე, ლაშა ობოლაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024