• Geo
  • Eng
21.01.2017
ბექა მიქელთაძე - გაორმაგებული პასუხისმგებლობით

უკვე მეექვსე დღეა რაც დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე იმყოფება. ჩვენი ვებ გვერდი გუნდის თავდამსხმელს- ბექა მიქელთაძეს გაესაუბრა.

ბექა მიქელთაძე: პირველად არ ვარ დინამოსთან ერთად შეკრებაზე. ადრე ასაკიც პატარა მქონდა, ეხლა კი ორმაგად მოტივირებული ვარ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და პასუხისმგებლობასაც გაორმაგებულად ვგრძნობ. ძალიან საინტერესო შეკრებაა. აქ რა საფუძველსაც ჩავყრით, მთელი სეზონი გაგვყვება, შესაბამისად პასუხისმგებლობაც დიდია. რეჟიმი რთულია, მაგრამ ეს დატვირთვები საბოლოოდ ისევ ჩვენ წაგვადგება. ცალკე აღსანიშნავია ის პირობები რაც ჩვენმა ხელმძღვანელობამ შეკრებაზე დაგვახვედრა. ყველაფერი იდეალურადაა, რათა ფეხბურთელი მაღალ დონეზე მოემზადოს.  

შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდული და ახალი გუნდი ვართ, მაგრამ ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ჩვენს ასპარეზობაზე. ეს დინამო თბილისია და ჩვენ მისი ფეხბურთელები ვართ, შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ.

რამდენიმე დღეში პირველ სპარინგსაც ჩავატარებთ. ყვლაზე მეტად ეხლა შეთამაშება გვესაჭიროება და ამხანაგური მატჩები ამისთვის იდეალურია. მეტოქე კი საკმაოდ ძლიერი გუნდია. სლოვაკეთის პირველობის ლიდერია და შესაბამისად საინტერესო მატჩიც გამოვა.  გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, მაგრამ გარემო საკმაოდ მეგობრულია. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ყველას გათვითცნობიერებული აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ ბოლომდე აუწყოთ ფეხი მწვრთნელის მითითებებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024