დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეორე ტურის მატჩები ჩაატარეს. დინამოელები 35- ე სკოლას დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვდრაში იმარჯვეს. სულიკო დავითაშვილის გუნდმა მთელი მატჩი დიდი უპირატესობით წარმართა და მასპინძლებს რვა უპასუხო გოლი გაუტანა. ქოჩაკიძემ პოკერი შეასრულა, თითო გოლი კი ზურებიანმა, ჯინჯოლავამ, ფირცხალაიშვილმა და მორჩილაძემ გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ასევე დიდი სათამაშო უპირატესობით აჯობა მეტოქეს, თუმცა ერთის მეტი გოლი (მექვაბიშვილი) ვერ გაუტანა და მინიმალური სხვაობით მოიგო.
U15 35- ე სკოლა 0:8 დინამო
U17 35- ე სკოლა 0:1 დინამო
U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, შენგელია, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, ზურებიანი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ბექაური, ქოჩაკიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ხარშილაძე, ტალახაძე, შაშიაშვილი, ბოჭორიშვილი, გოდერძიშვილი, ფირცხალაიშვილი
U17 დინამო: კუტალაძე, გაბელაია, ბასარია, ჭავჭანიძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ჩარკვიანი, ფარულავა, ჯანგველაძე, გულდედავა, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ჯანგიძე, თუდები