• Geo
  • Eng
24.01.2017
ჩვენი მეტოქე - ჟილინა

დინამოელები აგრძელებენ ლარაში მიმდინარე შეკრებას. მეცხრე დღეს ვიაჩესლავ გროზნიმ მხოლოდ დილით ავარჯიშა გუნდი, საღამოს კი თეორიული მეცადინეობა ჩაუტარა ფეხბურთელებს. 25 იავარს დინამოელები პირველ ტესტ მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვაკეთში მიმდინარე პირველობის ლიდერი- ჟილინა გახლავთ. სლოვაკები მეორე დღეა რაც თურქეთში იმყოფებიან და ეს ტესტი მათთვისაც პირველი იქნება.

ჟილინა 1908 წელს დაარსდა და თავის საშინაო მატჩებს 1941 წელს აშენებულ 11 000- იან სტადიონ პოდ დუბნიომ- ზე ატარებს. სხვა და სხვა დროს გუნდი შოლნას, სოკოლის, ისკრას და დინამოს სახელებს ატარებდა. გუნდის ფერები მწვანესა და ყვითელშია გადაწყვეტილი. ჟილინა სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომლიც 8- ჯერ ფლობდა ჩემპიონის ტიტულს. თასი ერთხელ მოიგო ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, ხოლო სუპერთასი კი ოთხჯერ აღმართეს ჟილინელებმა. ჩვენს მომავალ ოპონენტს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი- ადრიან გულია 2013 წლიდან ავარჯიშებს, რომლის საუკეთესო მიღწევაც 2015 წელს მოპოვებული ვერცხლის მედლებია.

შეხვედრა ლარაში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024