• Geo
  • Eng
23.01.2017
დინამოელები ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც დუბაიში იმყოფება, დღეს ამხანაგური მატჩი გამართა. ჯვაროსნებს მეტოქეობა უზბეკეთის ეროვნულმა ნაკრებმა გაუწია. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩი საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ნაკრებში გამოძახებულმა ოთხივე დინამოელმა მიიღო. ოთარ კიტეიშვილმა, ბაჩანა არაბულმა და საბა ლობჟანიძემ პირველივე წუთებიდან, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი ვლადიმერ ვაისმა შეხვედრის ბოლოსკენ შეიყვანა მოედანზე. საქართველოს ნაკრების კარში ორივე გოლი ელდარ შამურადოვმა გაიტანა. უზბეკთა კარი კი თეიმურაზ შონიამ და საბა ლობჟანიძემ დალაშქრეს. მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 25 ინვარს იორდანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ამის შემდეგ კი დინამოელები ჩვენს გუნდს ლარაში მიმდინარე შეკრებაზე შეუერთდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024