• Geo
  • Eng
06.12.2016
19 წლამდელები ფინალში არიან

ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 19 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. შეხვედრა წვიმისა და თოვლის ფონზე და ტრადიციულად დაძაბულად წარიმართა. ანგარიში შეხვედრაში ლევან გვანცელაძის ფეხბურთელებმა დებიუტშივე გახსნეს. თავი სილაგაძემ გამოიჩინა. მეორე ტაიმის ბოლოსკენ ქუთაისელებმა აღადგინეს სტატუს ქვო, თუმცა ბოლო წუთებზე დინამოელებმა იყოჩაღეს და შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამრიგად 9 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 19 წლამდელთა ჩემპიონის ტიტულს დინამო და საბურთალო გაითამაშებენ. ფინალი 14.00 საათზე დაიწყება.

U19 ტორპედო 1:2 დინამო

U19 დინამო: ისიანი, კიკალიშვილი, ძოწენიძე, ჭურღულაშვილი, ხარაბაძე, კუცია, გოგილაშვილი, ძაგოევი (ლურსმანაშვილი 89), ლილუაშვილი (კაპანაძე 75), ფოჩხუა, სილაგაძე (კიტეიშვილი 58)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024