• Geo
  • Eng
05.12.2016
ჭაბუკი დინამოელები მოლდოვაში გაემგზავრნენ

დღეს, დინამო თბილისის 17 წლამდე გუნდი ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით მოლდოვაში, შერიფის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა. წასვლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს დინამოს აკადემიაში, რის შემდეგაც მათ კლუბის პრეზიდენტი ესტუმრა. რომან ფიფიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დინამოს მომავალი სწორედ აკადემიის აღზრდილებს ეკუთვნის და გამორჩეული ფეხბურთელები ეტაპობრივად დაწინაურდებიან პირველ გუნდში, მან წარმატებები უსურვა ახალგაზრდა დინამოელებს მოლდოვაში გასამართ ტურნირზე, რომელშიც რამდენიმე გამორჩეული და ძლიერი გუნდი იასპარეზებს.

თავად ტურნირზე კი მცირედი გადანაცვლება მოხდა. ჩვენი გუნდი B ჯგუფში, დინამო კიევთან და კონსტანცის ვიტორლუთან იასპარეზებენ. ხვალ 15 საათსა და 30 წუთზე თბილისელები კიეველთა წინააღმდეგ წარდგებიან. 8 დეკემბერს კი 13 საათსა და 30 წუთზე ვიტორულს დაუპირისპირდებიან. 9 დეკემბერს ფინალური მატჩები გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024