• Geo
  • Eng
16.10.2016
ფრე და გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში მეშვიდე ტურის შეხვედრები ჩაატარეს დინამოს აკადემიის გუნდებმა. დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში ცხინვალს უმასპინძლეს. დინამოს 15 წლამდელებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და მეტოქე დაჯაბნეს. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა 4:1 დაამარცხეს ცხინვალი და 7 ჩატარებული მატჩიდან მოპოვებული 7 გამარჯვებით და ბურთების შეფარდებით 44/3 სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარეს. გოლები ცხინვალის კარში იაკობიძემ, მოისწრაფიშვილმა (2) და მექვაბიშვილმა გაიტანეს. 17 წლამდელთა მატჩი პირველი შეხვედრისგან განსხვავებით უფრო დაძაბული და დრამატული გამოდგა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა მეტოქის კართან, თუმცა მხოლოდ გიორგი ხარშილაძის გოლს გამორჩა. მატჩის მიწურულს კი სტუმრებმა ისარგებლეს საგოლე სიტუაციით და სტატუს ქვო აღადგინეს. 17 წლამდე დინამოელები 6 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 13 ქულით და ბურთების ბალანსით 11/4 გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩებს ჭაბუკი დინამოელები 22 ოქტომბერს საბურთალოს წინააღმდეგ გამართავენ, თუმცა მანამდე, 19 ოქტომბერს ჩვენი 17 წლამდელთა გუნდი ავაზას სტადიონზე გამოტოვებულ მატჩს ისევ ცხინვალის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

U15 დინამო 4:1 ცხინვალი

U15 დინამო: კუტალაძე, გოდერძიშვილი, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, მექვაბიშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ჩაკვეტაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ისმაილი, ლომთაძე, ქველაძე, შუკვანი, ჯანგველაძე

 

U17 დინამო 1:1 ცხინვალი

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, ცერცვაძე, დარცმელია, გ. ხარშილაძე, უგრეხელიძე, ვაწაძე, ბაბუნაძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, ბასარია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024