• Geo
  • Eng
29.03.2017
დარასელიას თასი 2017

20- დან 25 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მეორედ უმასპინძლეს. ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში დინამოსა და აზ ალკმაარს შორის გათამაშდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოახლოებულ ტურნირზე გამარჯვებულისა და ფინალისტის გარდა ასევე მილანის ინტერი, კიევის დინამო, გენტი, ზაგრების დინამო, შარშანდელი მონაწილე ტრაბზონსფორი და გაბალა იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს. გახსნის საზეიმო ცერემონიალი ვიტალი დარასელიას აკადემიაში 20 აპრილს 12.00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველ შეხვედრაში 14.00 საათზე დინამო თბილისი ბელგიურ გენტს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გათამაშებაში 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდები იასპარეზებენ. აქვე გაგაცნობთ ტურნირის ჯგუფებს და სათამაშო განრიგს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024