• Geo
  • Eng
27.03.2017
მეორე გამარჯვება რუსეთთან

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ჯვაროსნებმა პირველი პაექრობის დარად 1:0 დამარცხეს მეტოქე. გამარჯვების გოლი შეხვედრის მე- 16 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. ჩვენი გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილმა (ნაკრების კაპიტანი), გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი კუციამ იასპარეზეს. შეცვლაზე კი მატჩის 61- ე წუთზე ნიკა ნინუა შევიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024