თბილისელებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე საწვრთნელი მატჩი ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართეს. დინამოელებმა შერეული შემადგენლობით ითამაშეს. ჩვენს გუნდს სხვა და სხვა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარდა ბაჩანა არაბული, გიორგი გველესიანი და ლაშა თოთაძე აკლდა. მწვრთნელმა ისინი დაასვენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა უახლოეს რეზერვს მისცა, რომლებიც ძირითადად მეორე ტაიმში დატვირთა. გიორგი თევზაძემ და გიორგი გამცემლიძემ მოირჩინეს ტრავმები და კახი კაჭარავამ დღეს მათთან ერთად ცოტნე მესხიც დატვირთა. უხვგოლიანი შეხვედრა საბოლოოდ ვიტ ჯორჯიას გამარჯვებით 4:3 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები ლობჟანიძემ და მიქელთაძემ გაიტანეს, ერთი გოლიც ლობჟანიძის აქტიურობას მოჰყვა და ავტოგოლით დასრულდა. სტუმართა რიგებიდან გოლები კახაბრიშვილმა, ღუდუშაურმა (ორი) და დავლაშელიძემ გაიტანეს.
დინამო 3:4 ვიტ ჯორჯია
დინამო: ბეგაშვილი, მიშენკო, სალუქვაძე, ჩადუნელი, თევზაძე, ქარდავა, ზარია, მესხი, ლობჟანიძე, მიქელთაძე, კვერნაძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლიტოვჩენკო, კვარაცხელია, სილაგაძე, გამცემლიძე, პაპუნაშვილი