• Geo
  • Eng
09.12.2016
გამარჯვება ზენიტთან და ბრინჯაო მოლდოვიდან

მოლდოვაში მიმდინარე ტურნირზე შერიფის თასი 2016, ჭაბუკმა დინამოელებმა მესამე ადგილი დაიკავეს. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა სტ. პეტერბურგის ზენიტი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა მთელი მატჩი თავისი სათამაშო უპირატესობით წარმართეს და გატანილი სამი გოლის გარდა, კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. პირველი გოლი ზენიტის კარში შეხვედრის 28- ე წუთზე საკმაოდ აქტიურმა თამაზ ბაბუნაძემ ლამაზი კომბინაციის შემდეგ, ძლიერი დარტყმით გაიტანა. ტაიმის ბოლო დინამოელებმა სხვაობა გაზარდეს. ზუსტი დარტყმა ხვიჩა კვარცხელიამ განახორციელა. კვარაცხელიამ ფაქტიურად გუშინდელის იდენტური გოლი შეაგდო, როდესაც შორეული ძელი ზუსტად ჩაკეტა. მეორე ტაიმის დებიუტში დინამოელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, დარტყმა კი მამარდაშვილმა ნახტომში მოიგერია. მესამე გოლი თბილისელებმა შეხვედრის მიწურულს, 75- ე წუთზე გაიტანეს. ჩვენმა ჭაბუკებმა შედეგიანად გამოიყენეს სწრაფი კონტრშეტევა, ზუსტი დარტყმა კი შეცვლაზე შემოსულმა გოგრიჭიანმა შეასრულა. საბოლოოდ დინამომ 3:0 იმარჯვა და შერიფის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

 

U17 დინამო 3:0 ზენიტი

U17 დინამო: მამარდაშვილი (თვალოძე 75), ბასარია (გაბელაია 65), ცერცვაძე, ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე (წაქაძე 75), დარცმელია, კვარაცხელია (გაბიტაშვილი 55), ბაბუნაძე (გოგრიჭიანი 70), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (გულდედავა 75), ერგემლიძე (გ. ხარშილაძე 41)

U17 ზენიტი: რიბნიკოვი, ბაძაღუა, კორკინი, ჩიბისოვი, მოლჩანი (გრჟელო 54), ა. პავლოვი (პროხინი 41), არხანგელსკი (რომანოვი 41), ი. პავლოვი, ბაპტისტა (ზამურაევი 41), სომოვი, ტარასოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024